საზედამხედველო საქმიანობა წარმოადგენს კომპანიის პრიორიტეტულ მიმართულებას
საზედამხედველო ობიექტებს შორისაა საუკუნის პროექტად აღიარებული ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნის, სარკინიგზო მაგისტრალის, მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის მილიარდიანი პროექტი.
კომპანიის ექსპერტებს გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა დანიშნულების შენობების, სასპორტო ნაგებობების, ხიდების, გზაგამტარების და სხვა ხელოვნური ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების და ინსპექტირების ჩატარების კუთხით.