მშენებლობის მენეჯმენტისა და ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების კუთხით „ოიკო ჯგუფი" ახორციელებს მომსახურების სრულ პაკეტს.
• სახარჯთარღიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა ადგილობრივი ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებისა და საბაზრო ფასების გათვალისწინებით
• მშენებლობის, მოწყობილობა-დანადგარების და საექსპერტო მომსახურების შესყიდვების სატენდერო დოკუმენტაციის დამუშავება
• სამშენებლო კომპანიების, მომწოდებლების და ექსპერტების წინადადებების შეფასება ტექნიკური და ფინანსური ნაწილების გათვალისწინებით და დამკვეთისათვის სათანადო რეკომენდაციების შემუშავება
• სამშენებლო კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პრინციპების შემუშავება ტექნიკურ და ფინანსურ ასპექტებში
• სამშენებლო კომპანიასთან, აგრეთვე, ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების კონტროლი
• მშენებლობის პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით სათანადო რეკომენდაციების შემუშავება როგორც ტექნიკურ, ასევე ფინანსურ ნაწილებში, მშენებლობის მიმდინარეობის კალენდარული გრაფიკის კონტროლი და ოპტიმიზაცია; ხელისშემშლელი გარემოებების გამოვლენა და სათანადო რეაგირების უზრუნველყოფა
• შემსყიდველისათვის ოპტიმალური რეკომენდაციებისა და კონკრეტული წინადადებების შემუშავება სამშენებლო მასალების, დანადგარებისა და მოწყობილობების, სხვადასხვა ინვენტარისა და ავეჯის შესყიდვის მიზნით ტექნიკური პარამეტრებისა და ღირებულების კონტექსტში
• ადგილობრივი ბუნებრივი მონოპოლიების სამსახურებთან კომუნიკაციისა და სათანადო გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფა
• ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ ობიექტის მიღება-ჩაბარებისათვის (ექსპლუატაციაში გაშვებისათვის) სათანადო დოკუმენტაციის მომზადება სანებართვო პირობების მოთხოვნათა შესაბამისად.
• ტექნიკური ზედამხედველობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამშენებლო სამუშაოების ხარისხის სისტემატური კონტროლი დამკვეთის მიერ დამტკიცებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული მოთხოვნების საფუძველზე
• სამშენებლო სამუშაოების, გამოყენებული მასალების, ნაკეთობებისა და კონსტრუქციების მოქმედ სტანდარტებთან და საპროექტო-ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
• საშემსრულებლო ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები ადასტურებს კომპანიის და მისი ექსპერტების მაღალ კვალიფიკაციას აღნიშნულ სფეროში.